31 აგვისტო 2026,   00:40
ვრცლად
"მაიმუნის ყვავილი" არ არის ახალი დაავადება, მაგრამ მისი მიმდინარეობა იშვიათი სიმპტომატიკით და გავრცელებით ხასიათდება, საქართველოს აქვს კარგი ზედამხედველობის სისტემა - ჯანმოს წარმომადგენელი

"მაიმუნის ყვავილი" პანიკის საფუძველს არ იძლევა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ამშვიდებს. ამის საფუძველი კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებაა, ამ დაავადების სწრაფ გავრცელებას მიენიჭოს "საგანგებო მდგომარეობის" სტატუსი. 

"ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კომიტეტმა საგანგებო სიტუაციებზე იმსჯელა ამ საკითხზე და წარუდგინა რეკომენდაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, რომლის გადაწყვეტილებითაც გამოცხადდა "მაიმუნის ყვავილი" შეშფოთების გამომწვევ საერთაშორისო საგანგებო სიტუაციად.

სრული კონსენსუსი ამ თემაზე არ იყო, თუმცა, იმ გასაუბრებიდან გამომდინარე, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს ჰქონდა, მან მიიღო გადაწყვეტილება, ვინაიდან ამის წინაპირობები არსებობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის სილვიო დომენტეს განმარტებით, ამ დაავადების კუთხით საქართველოს კარგი ზედამხედველობის სისტემა აქვს.

"მაიმუნის ყვავილი" არ არის ახალი დაავადება, მაგრამ მისი მიმდინარეობა იშვიათი სიმპტომატიკით და გავრცელებით ხასიათდება. საქართველოს აქვს კარგი ზედამხედველობის სისტემა და ეს გახლავთ ის, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, რომ გააძლიერონ დაკვირვება ამ დაავადების გავრცელებაზე.

გაცემულია რეკომენდაციები სახელმწიფო აქტორებზე, როგორ უნდა ჩატარდეს ზედამხედველობა, როგორ უნდა მოხდეს დაავადების გამოვლენა და აღმოჩენა, შემდეგ კი, რეაგირება უნდა მოახდინონ სამედიცინო მუშაკებმა დაავადების კონტროლისთვის და მისი პროფილაქტიკისთვის. ჩვენ მზად ვართ, გავუწიოთ შემდგომი ინსტრუქციები, ჩავატაროთ სწავლებები იმისთვის, რომ ეს დაავადება კონტროლის ქვეშ მოექცეს," - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიო დომენტე.

 

 

დღის ამბები