"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციის ნაწილის მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პარალელური პროცესის დაწყებასა და სამუშაო ჯგუფების შექმნას ეხმაურება.
მისი შეფასებით, ოპონენტების აღნიშნული ნაწილის მიზანი დესტაბილიზაციის შექმნაა.
"ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ჩვენ პირობითად რადიკალურ ოპოზიციას ვეძახით, მაგრამ რეალურად მათი სახე არის ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც დესტაბილიზაცია მიაჩნია მთავარ ამოცანად. ტექნიკური მთავრობის თემა, პარალელური სტრუქტურების საკითხი, რასაკვირველია, უპირისპირდება მთავარ მოთხოვნას - დეპოლარიზაციას. მეორე საკითხი, რაც ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, თავად ეს სტრატეგიული გეგმა, რომელსაც ჰქვია რევოლუცია, ჩაფლავდა. ჩაფლავების შემდეგ, რასაკვირველია, ისინი უარს იტყოდნენ პარლამენტის ფორატში მონაწილეობის მიღებაზე," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.