07 სექტემბერი 2026,   12:17
ვრცლად
ქართველმა პოლიციელებმა როტერდამში პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადაზე კიდევ ორი ოქროს მედალი მოიპოვეს

ქართველმა პოლიციელებმა როტერდამში პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადაზე კიდევ ორი ოქროს მედალი მოიპოვეს- გურიის მთავარი სამმართველოს უფროსი, კობა კობახიძე ძალისმიერ წოლ -ჭიმში, 120 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა.

კობა კობახიძეს აქამდე სხვა არაერთი საერთაშორისო სპორტული ტიტული აქვს მოპოვებული. ასევე ოქროსმედალოსანი გახდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გიგა ბერიაშვილი. მან ძიუდოში, 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ყველა მეტოქე დაამარცხა.

დღის ამბები