08 დეკემბერი 2024,   22:16
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეებმა ნდობა უნდა გამოუცხადონ შესაბამის სამსახურებს, რომლებიც საკითხს მიიყვანენ ბოლომდე, რათა უკანონო პატიმრები გათავისუფლდნენ - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს მოქალაქეებმა ნდობა უნდა გამოუცხადონ შესაბამის სამსახურებს, რომლებიც საკითხს მიიყვანენ ბოლომდე, რათა უკანონო პატიმრები გათავისუფლდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი დე ფაქტო აფხაზეთის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაკავებას გამოეხმაურა.

"ამ გამოწვევას ორი რამით შეიძლება ვუპასუხოთ - ერთი გახლავთ გაძლიერებული საერთაშორისო ზეწოლა, რომელიც ჩვენი მეგობრების დახმარებით გვაქვს და ყოველ ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე გამოყენება; მეორე არის მცდელობა, რომ რაც შეიძლება მალე დახსნილ იქნას უკანონო პატიმრობიდან ადამიანები და ამ მცდელობას შედეგი მოაქვს. რაც შეეხება მეთოდებს, ამას განსაზღვრავენ შესაბამისი სამსახურები და საქართველოს მოქალაქეებმა, ვინც პატრიოტულად უყურებენ ამ საკითხს, ნდობა უნდა გამოუცხადონ ამ სამსახურებს. ჩვენ უნდა ვენდოთ და ისინი ამ საქმეს მიიყვანენ ბოლომდე, რომ უკანონო პატიმრები იქნან გათავისუფლები. რაც უფრო მეტად ხდება აჟიტირება ამ საქმის, ამას არ მოაქვს არაფერი გარდა იმისა, რომ ხდება საქართველოს მოსახლეობისთვის დამატებითი მღელვარების შემოტანის მცდელობა. საქართველო არის სახელმწიფო, სახელმწიფოს აქვს შესაბამისი სტრუქტურები, რომლებიც ასეთ დროს საკმაოდ პროფესიონალურად მუშაობენ და შედეგსაც აღწევენ",- განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის ამბები