15 ნოემბერი 2024,   13:01
ვრცლად
დეპუტატები პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს განაგრძობენ - განიხილება სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული მე-11 პუნქტი

ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად დეპუტატთა ჯგუფები შეხვედრებს განაგრძობენ. უკვე საათზე მეტია, "ქართული ოცნება," "გირჩი," "მოქალაქეები," "საქართველოსთვის" და ევროპელი სოციალისტები სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მსჯელობენ. ამ შემთხვევაში საუბარია მე-11 პუნქტზე, რომელიც ითვლისწინებს ისეთი კანონების მიღებას, რომლის მიხედვით, სასამართლოებს ექნებათ ვალდებულება აქტიურად გაითვალისწინონ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები მათ მსჯელობებში.

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა მსჯელობა, დასაბუთება, ზოგადად, მათი იურისპრუდენცია არის დღეს ყველაზე ავტორიტეტული ადამიანის უფლებების დადგენის თვალსაზრისით. რაც უფრო მეტად იქნებიან ქართველი იურისტები გაცნობიერებული ამ საკითხებში, მეტი ცოდნით იქნებიან შეიარაღებული და უფრო მეტად იქნება ასეთ საკითხებზე პარალელური დისკუსიები ქვეყნის შიდა კანონმდებლობის ფარგლებში, რასაკვირველია, ეს იქნება კარგი და სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანიც და ამოცანაც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში," - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ. 

ამ პროცესში ისევ არ მონაწილეობს სამი ოპოზიციური პარტია. ისინი დღეს 15:00 საათზე დამოუკიდებლად მესამე სექტორს შეხვდებიან.

დღის ამბები