"ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის წერილის შინაარსთან დაკავშირებით მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ საელჩომ უნდა გააკეთოს მკაფიო, ამომწურავი განცხადება და ყველაფერს გაეცეს პასუხი.
"მთელი ამ ხნის განმავლობაში როგორც ჩანს, დაგროვდა კრიტიკული კითხვები, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროება მკაფიო პასუხები. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ საელჩომ და უპირველეს ყოვლისა, ელჩმა აუცილებლად უნდა გააკეთოს მკაფიო, ამომწურავი განცხადება, უნდა გაეცეს პასუხები ამ ყველაფერს, რადგან ეს მეტად მნიშვნელოვანია და საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისგან ლეგიტიმურ ინტერესს," - ამბობს ალუდა ღუდუშაური.
განცხადება წერილთან დაკავშირებით გააკეთა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.
"თვითონ წერილი მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს, იმიტომ რომ ის განმსჭვალულია ერთის მხრივ, პატრიოტული სულისკვეთებით, ქვეყნისთვის პრიორიტეტულად მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ პოზიციაა წარმოდგენილი და ერთმნიშვნელოვნად დადებითად შესაფასებელი დამოკიდებულებები, რომელიც ამ საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით არსებობს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ რაც შეეხება ფრაგმენტს, რომელიც ეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, ეს მოითხოვს განსაკუთრებულად შეფასებას, განსაკუთრებულ აღნიშვნას, რომ მოწოდებაა საგარეო ვექტორთან მიმართებაში, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება, რომ ახლა ხელისუფლებამ შეინარჩუნოს ის სტაბილურად კარგი ურთიერთობები, რომელიც არსებობს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.