15 ნოემბერი 2024,   13:01
ვრცლად
რაიმე საფუძველი ფორმალური სანქციების ამოქმედებას არ აქვს - ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი

კელი დეგნანის განცხადებებზე და სანქციებთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ისაუბრა. ვიქტორ ყიფიანის თქმით, არავითარი ფორმალური შეზღუდვა ყოფილი პრემიერის მიმართ არ დაწესებულა, თუმცა აქტივების შეზღუდვა კითხვებს ბადებს:

"სწორია განცხადება იმის შესახებ, რომ არანაირ ფორმალურ სანქციებს ადგილი არ აქვს, სხვაგვარად ჩვენ ალბათ სხვა რეჟიმში ვიმსჯელებდით, მაგრამ ის, რომ ამ აქტივების შეზღუდვა ყოვლად დაუსაბუთებლად, უკანონოდ და უსამართლოდ დღემდე გრძელდება, ეს რა თქმა უნდა, ბადებს ეჭვებს, როდესაც ჩვენ არაერთგზის ვთქვით ჩვენს განცხადებაში, რომ ადგილი აქვს ფაქტობრივ შეზღუდვებს, ფაქტობრივ სანქციებს და თავისი არსით, ის ძალიან წააგავს ფორმალური სანქციების მოქმედებას. თუმცა, რა თქმა უნდა, ფორმალური სანქციების არ არის ამოქმედებული და სიმართლე ვთქვა, არც რაიმე საფუძველი ფორმალური სანქციების ამოქმედებას არ აქვს. ჩვენ ვნახეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის წერილში დადასტურება შეხვედრის ფაქტისა, საუბარი იყო კონკრეტულ თარიღზე, შეხვედრის ხანგრძლივობაზე. წერილი არ საუბრობს შინაარსზე, შესაბამისად, ჩემთვის ძალიან რთულია რაიმე კომენტარი გავაკეთო, რა ითქვა ან რა არ ითქვა. ერთადერთი, რაც დადასტურებულად ვიცით ორივე მხრიდან, არის ის, რომ ასეთი შეხვედრა რეალურად შედგა,"- აცხადებს ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის” გამგეობის თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი. 

დღის ამბები