15 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
ბიზნესსექტორის ხელშეწყობა, ტურიზმი და ინფრასტრუქტურა - რა გადაწყვეტილებები მიიღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე

ბიზნესსექტორის ხელშეწყობა, ტურიზმი და ინფრასტრუქტურა - ამ საკითხებზე აჭარის მთავრობამ იმსჯელა.

დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ინვესტორებს ვალდებულებების შესრულების ნაწილში ვადა ნახევარი წლით გაეზარდათ, ასევე ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყება, რომლის სატენდერო ღირებულება 7 მილიონ ლარს აღემატება. ამასთან, აჭარის მთავრობის თავჯდომარის ინიციატივით, ფონდ "იალქანს" ქობულეთის ტერიტორიაზე საქმიანობის გაფართოებისა და მიუსაფარი ბავშვების დღის ცენტრის ასაშენებლად, მიწის ნაკვეთი გადაეცა.

დღის ამბები