27 დეკემბერი 2024,   02:37
ვრცლად
ანგოლაში ბოლო 300 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი და უიშვიათესი ვარდისფერი ბრილიანტი აღმოაჩინეს

ანგოლაში ბოლო 300 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი და უიშვიათესი ვარდისფერი ბრილიანტი აღმოაჩინეს.

ძვირფასი ქვა 34 გრამს იწონის. 170 კარატიან ქვას "ლულო ვარდი" დაარქვეს. უიშვიათეს ბრილიანტს მინარავები არ აქვს. მსგავსი ტიპის ბრილიანტები წარსულში ათეულობით მილიონ დოლარად გაიყიდა. ერთ-ერთი ასეთი იყო ვარდისფერი ვარსკვლავი, რომელიც 2017 წელს ჰონგ-კონგის აუქციონზე თითქმის 72 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ვარდისფერ ბრილიანტს საერთაშორისო ტენდერით ანგოლის სახელმწიფო მარკეტინგის კომპანია "სოდიამი" გაყიდის.

დღის ამბები