27 დეკემბერი 2024,   02:22
ვრცლად
გულისრევა, პირღებინება, სუნთქვის გაძნელება - როგორია ბობოყვათის სამკერვალოში შეუძლოდ გამხდარი თანამშრომლების მდგომარეობა

ბობოყვათის სამკერვალოს 50-მდე თანამშრომელი კლინიკებში თავბრუსხვევით, ზოგადი სისუსტით, პირღებინებით და სუნთქვის გაძნელებით შეიყვანეს. საწარმოში დასაქმებულები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, ქობულეთის ორ სხვადასხვა კლინიკაში შეიყვანეს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მარინა ზანაქიძე ამბობს, რომ მათგან სამის მდგომარეობა შედარებით მძიმე, თუმცა სტაბილურია. პაციენტები კი, რომელთა მდგომარეობაც შედარებით მსუბუქი იყო, უკვე ბინაზე გაეწერნენ.

"ამ ეტაპისთვის, 50-მდე პაციენტია გადანაწილებული ქობულეთის ორ კლინიკაში. პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური. ძირითადად არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინტოქსიკაცია. მხოლოდ სამი პაციენტია რეანიმაციაში, რომლებსაც გაეწიათ პირველადი დახმარება, მათი მდგომარეობა არის სტაბილური,“ - ამბობს მარინა ზანაქიძე.

ქობულეთის "ევექსის" კლინიკის დირექტორი, ირინა დოლიძე კლინიკაში შეყვანილი პაციენტების ჩივილების შესახებ საუბრობს.

"პაციენტებს აღენიშნებოდათ გულისრევა, პირღებინება, სუნთქვის გაძნელება და ზოგადი სისუსტე. ამ 26 პაციენტიდან სამის მდგომარეობა იყო მძიმე, საყურადღებო, კრუნჩხვითი სინდრომით, სუნთქვის გაძნელებით. მათ მცირედი რესპირატორული მხარდაჭერაც დასჭირდათ," - აღნიშნავს ირინა დოლიძე.

დღის ამბები