27 დეკემბერი 2024,   02:17
ვრცლად
"ქართული ოცნების" ლიდერები რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობენ

"ქართული ოცნების" ლიდერები რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობენ. ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე და დიმიტრი სამხარაძე ბორჯომში, პარტიის სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ. ისაუბრეს შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე.

"ვსაუბრობთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ასევე, გვაქვს საუბარი სამომავლო გეგმებზე. დღეს სამცხე-ჯავახეთში გაიმართა საინტერესო შეხვედრები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდი იყოს სრულად ინფორმირებული იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს და გვაქვს ასევე პარტიული გეგმები, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაციას ვუზიარებთ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს,“ - აცხადებს ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ შედგა საინტერესო შეხვედრა. 

"შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგი ფორმატია, რომ ჩვენ მეტი ვიცოდეთ ჩვენი პარტიული წარმომადგენლობის მხრიდან, რა ხდება რეგიონებში, რა დამოკიდებულება აქვთ მათ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და ეს ფორმატი გაგრძელდება,“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები