27 დეკემბერი 2024,   02:48
ვრცლად
ოპოზიცია ცდილობს მოდელირებულ რეალობაში აცხოვროს საზოგადოება, რაც არ გამოუვა იმიტომ, რომ პარლამენტი ერთია, ტექნიკური პარლამენტი ვერ იარსებებს - მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური უთანხმოების გადადება რთულია, როდესაც მეორე მხარე აცხადებს, რომ ალტერნატიული პარლამენტი უნდა შექმნან. 

"5 პოლიტიკური ჯგუფი მუშაობს ოფიციალურ ფორმატში, სახელმწიფოს რაც დაევალა და რეკომენდაცია მიეცა, ამ ფორმატის პარალელურად, ოღონდ ჩამოანგრიონ ეს ყველაფერი და საბოტაჟი შეფუთონ, ცალკე ფორმატები გააკეთეს. დღეს ვაშაძის განცხადება ვნახე, შვებულებებიდან გამოიყვანეთო, ვაიძულეთო. დღეს, როდესაც მოუწიათ აღიარება, რომ მართლა მუშაობს პარლამენტი, ოცზე მეტი სამუშაო შეხვედრა შედგა, კომიტეტი შედგა, ინტენსიური მუშაობა მიდის და მესიჯი, რომ არ მუშაობს პარლამენტი აღარ ჭრის და ახლა მოიგონეს ახალი ნარატივი, რომ ჩვენ გამოვიყვანეთ შვებულებებიდანო.

ამომრჩევლის არჩევანის წინააღმდეგ მიდის ეს ხალხი, როდესაც ტექნიკურ მთავრობას ითხოვს, როდესაც ჩამონგრევას ითხოვს, როდესაც ლეგიტიმაციას არ ცნობს ზოგადად არსებული რეალობის, ხალხისგან ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან მიმართებაში. ცდილობენ მოდელირებულ რეალობაში აცხოვრონ საზოგადოება, რაც არ გამოუვათ იმიტომ, რომ პარლამენტი ერთია, ტექნიკური პარლამენტი ვერ იარსებებს და ის სისულელეები რაც გვერდზე მოვლენებად შეიძლება წარმოჩნდეს საბოლოო ჯამში არ არის რეალური და პიარული დღის წესრიგია, ოღონდ საბოტაჟური", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები