27 დეკემბერი 2024,   02:30
ვრცლად
მასშტაბური პროტესტი ერაყში - მანიფესტანტებმა პარლამენტის შენობა დაარბიეს

უკვე 9 თვეა, ერაყი მთავრობის კაბინეტისა და ბიუჯეტის გარეშეა, რამაც პოლიტიკურად თუ ეკონომიკურად პარალიზებულ ქვეყანაში მასშტაბური პროტესტი გამოიწვია.

ასობით დემონსტრანტმა ჩამოანგრია მაღალი ბეტონის კედლები და ე.წ. მწვანე ზონა გაარღვია, სადაც სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებია განთავსებული.

აქციის მონაწილეებმა ბაღდადის საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლეს და შენობა დაარბიეს. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა თუმცა უშედეგოდ. ასობით ერაყელმა აქტივისტმა პარალამენტის შენობაში პროტესტის გამოხატვა სიმღერითა და ცეკვით გააგრძელა.

დემონსტრანტების აღშფოთების მიზეზი პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე მოჰამედ ალ სუდანის დასახელება გახდა, რომელსაც, ფიქრობენ, რომ კავშირები ირანის პოლიტიკურ ძალებთან აქვს.

დემონსტრანტები მოითხოვენ პოლიტიკიდან იმ პარტიების წასვლას, რომლებიც ქვეყანას 2003 წლიდან მართავდნენ. აქციის მონაწილეები მათ კორუფციაში ადანაშაულებენ.

პარლამენტის შენობაში შეჭრილი დემონსტანტები შიიტი სასულიერო პირის, მოქთადა ალ-სადრის მხარდამჭერები არიან . ოქტომბერში ჩატარებულ არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა სწორედ ოპოზიციონერმა ალ სადრის პარტიამ მიიღო, თუმცა ამის მიუხედავად პოლიტიკური ჩიხის გამო სადრი ხელისუფლებაში ვერ მოხვდა. პოლიტიკური კრიზისის დაძლევა მხოლოდ ვადამდელ არჩევნებს შეუძლია, იმ შემთხვევაში კი თუ ერაყში მორიგი საპარლამენტო არჩევნები არ გაიმართა, ქვეყანაში მასშტაბურ შეტაკებებს პროგნოზირებენ.

დღის ამბები