თბილისის საკრებულოს პროექტი "კინო ყველგან" გრძელდება. ამჯერად, დიდ დიღომში მდებარე ახალ პარკში, რეჟისორ მარიამ ხაჭვანის ფილმის - "დედეს" ჩვენება გაიმართა.
პროექტი დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით და თბილისის საკრებულოს ჩართულობით ხორციელდება. მიზანი კი ღია კინოჩვენებების მივიწყებული ტრადიციის აღდგენა და დედაქალაქის ყველა უბანში, კულტურული ცხოვრების ხელშეწყობა.