საკონკურსო კომისია ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებთან, გასაუბრებას მართავს. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის არის მოქმედი ხელმძღვანელიც. რაც შეეხება ცესკოს წევრობის კანდიდატებს, კონკურსში მონაწილეობის სურვილი შვიდმა კანდიდატმა გამოთქვა.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 13 ივლისს გამოაცხადა. ცესკოს თავმჯდომარეს და ცესკოს ორი წევრს, უფლებამოსილების ექვსთვიანი ვადა მიმდინარე წლის აგვისტოში ეწურებათ.