06 ოქტომბერი 2024,   23:19
ვრცლად
კომაროვი აქვს დამთავრებული, ძალიან ნიჭიერი ბავშვი იყო, საოცარი პიროვნება - რას ჰყვებიან მოკლულ ახალგაზრდაზე ახლობლები

მოკლული ახალგაზრდის ახლობლები დეტალებზე ვერ საუბრობენ - მათ მხოლოდ ის იციან, რომ დანაშაული წვეულების დროს მოხდა. მოკლულს ახასიათებენ როგორც უკომფლიქტო ახალგაზრდას. ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობაზე საუბარი უჭირთ ადგილობრივებსაც.

მოკლულის ახალგაზრდის ბიცოლა ამბობს, რომ შელაპარაკება სუფრაზე მოხდა და იგი ერთ-ერთმა პირმა გარეთ გამოიხმო.

მეზობლების თქმით, მირიან კუკავას კომაროვის სკოლა ჰქონდა დამთავრებული და "ძალიან ნიჭიერი და საოცარი პიროვნება" იყო.

 

დღის ამბები