აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს დეპუტატები აფასებენ. მმართველი გუნდის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს აქვს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მნიშვნელობა, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა და ბიზნესგარემო პოზიტიურად არის შეფასებული.
"აქ საუბარია იმაზე, რომ საქართველო არის რეგიონის ლიდერი, მათ შორის ყველა იმ პარამეტრით, რომელიც ქმნის საინვესტიციო გარემოს. ჩვენს ეპოქაში და რეგიონში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ასეთი პოზიტიური ცვლილებები ნიშნავს იმას, რომ ერთმნიშვნელოვნად დადებითად საჭიროებს შეფასებას ის პოლიტიკა, რომლის წყალობითაც ვართ ასეთ პირობებში, როცა გაქვს ეკონომიკური ზრდა.
რაც შეეხება ინფლაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, ამ მიმართულებითაც შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის განპირობებული საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ვითარებით, რომელიც განპირობებულია ომით უკრაინის წინააღმდეგ",- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
კომენტარები გაკეთდა ოპოზიციაშიც- ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ეროვნული ბანკი დამოუკიდებელ ინსტიტუტად შენარჩუნებას ახერხებს.