15 ნოემბერი 2024,   13:17
ვრცლად
თუ "ოცნება" შეინარჩუნებს ხელისუფლებას, დღევანდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, აღარ იქნება პრეზიდენტი- გიორგი ვაშაძე

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს აფასებენ დეპუტატები. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ეროვნული ბანკი დამოუკიდებელ ორგანოდ შენარჩუნებას ახერხებს. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო დეპარტამენტის ამგვარი შეფასება. 

"თუ "ქართული ოცნება" შეინარჩუნებს ხელისუფლებას, დღევანდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, აღარ იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, როგორც კი ვადა ამოეწურება. იმიტომ, რომ მცირედი დამოუკიდებლობა მაინც აქვს შენარჩუნებული დღეს ეროვნულ ბანკს და არ ასრულებს "ქართული ოცნების" ანტისახელმწიფოებრივ და საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან მიმართებაში დავალებებს",-აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ რაც უფრო მეტი ინვესტორი შემოედინება საქართველოში, მით უკეთესად აისახება ქართველი ხალხის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. 

მმართველი გუნდის განცხადებით კი, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს აქვს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მნიშვნელობა, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა და ბიზნესგარემო პოზიტიურად არის შეფასებული.

დღის ამბები