ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის თქმით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც იონათამიშვილი აცხადებს, უკვე 20-მდე შეხვედრა გაიმართა.
"საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები კარგად ხედავენ და აფასებენ, რომ ფაქტობრივად ჩვენ მყისიერად შევიმუშავეთ კონკრეტული სამუშაო, სამოქმედო გეგმა. მყისიერად დავიწყეთ მუშაობა ამ გეგმის განხორციელებაზე და უკვე ოცამდე შეხვედრა გაიმართა თითოეული პუნქტის მიმართულებით. გვაქვს აქტიური კომუნიკაცია იმ აქტორებთან, რომელიც არიან ჩართული ამ პროცესში. არის ძალიან საინტერესო, პროაქტიული გარემო შექმნილი", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.