27 დეკემბერი 2024,   07:18
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ არის მზად, რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიაროს - New York Times

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი არ არის მზად რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიაროს - ამის შესახებ ინფორმაციას ”ნიუ იორკ თაიმსი” ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენი შიშობს, რომ რუსეთისთვის ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფო სტატუსის მინიჭება აიძულებს შტატებს, რომ საკუთარ პარტნიორებს დაუწესოს სანქციები, რომლებსაც საქმიანი ურთიერთობები აქვთ რუსეთის ფედერაციასთან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სენატმა სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა, რუსეთი აღიაროს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ, იმის გამო, რაც ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ჩაიდინა.

დღის ამბები