27 დეკემბერი 2024,   07:48
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი - სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებ სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსის დამიანეს ოჯახის წევრებს, მრევლს და საქართველოს საპატრიარქოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსის დამიანეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ღარიბაშვილი სამძიმარსა და თანაგრძნობას უცხადებს ეპისკოპოსის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მრევლს, სამთავისისა და კასპის ეპარქიას, საქართველოს საპატრიარქოს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსის დამიანეს გარდაცვალების გამო.

გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებ მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მრევლს, სამთავისისა და კასპის ეპარქიას, საქართველოს საპატრიარქოს", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 

დღის ამბები