26 დეკემბერი 2024,   16:47
ვრცლად
პარაპლანით დაშვება დღეიდან აიკრძალა - რა პრობლემებზე საუბრობენ პარაგლაიდინგის პილოტები

გუდაურში დღეს პარაპლანით არავინ დაშვებულა. ის ტურისტები, ვინც ექსტრემის შესაგრძნობად მივიდნენ, დღეს მხოლოდ ხედების ხილვით დატკბნენ. თეთრი არაგვის ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის გამო პარაგლაიდინგი შეჩერებულია.

წესების დაცვა რომ უმთავრესია, თანხმდებიან თავად პარაგლაიდინგის პილოტებიც, რომლებიც "კურიერთან" საუბრისას ამბობენ, რომ ფრენისას უსაფრთხოების ყველა ნორმას შეძლებისდაგვარად იცავენ, თუმცა, მათივე განმარტებით, არის გარკვეული პრობლემები, რასაც მუშაობა და მოგვარება სჭირდება. პარაგლაიდინგის სპეციალისტებისთვის მთავარი გამოწვევა ინფრასტრუქტურული პრობლემებია.

პარაპლანებით ფრენის დროებითი შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების შესახებ გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, მას მერე რაც გუდაურში ტრაგედიის ადგილი მოინახულა.

ჯერ უცნობია, გახდება თუ არა საჭირო რეგულაციების კანონში გაწერა, თუმცა, როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ პირველ რიგში საჭიროა პრობლემის მოკვლევა, შემდეგ კი შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების შემუშავება.

რეგულაციებზე საუბარი გუდაურში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ დაიწყო. გუშინ, გუდაურში კლდოვან ფერდობზე პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი ჩამოვარდა. მათ გადასარჩენად აფრენილი ვერტმფრენი კი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად ბორტზე მყოფი 8-ვე პირი გარდაიცვალა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები