შეიარაღებული დაპირისპირება თალიბანსა და ირანელ მესაზღვრეებს შორის - მედიის ცნობით, ავღანეთის მმართველ თალიბებს და ირანელ მესაზღვრეებს შორის დაპირისპირება ავღანეთის ნიმროზის პროვინციასა და ირანის ჰირმანდის რეგიონს შორის ტერიტორიაზე მოხდა. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.
თალიბანი აცხადებს, რომ მათ მხარეს ერთი დაღუპულია. ირანული მედიის ინფორმაციით, შეიარაღებული დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც თალიბებმა დროშის აღმართვა ისეთ ზონაში სცადეს, რომელიც ავღანეთს არ ეკუთვნის.