22 დეკემბერი 2024,   10:09
ვრცლად
ვმუშაობთ, გახსნილი ვართ საიმისოდ, რომ უკლებლივ ყველა მოსაზრება, რომელიც უკავშირდება 12 პუნქტს, მოვისმინოთ - მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტში საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა იწყება, რომელზეც ახალი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ჯგუფი საპარლამენტო კონტროლს გაუწევს ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის თქმით, ხელისუფლება მზად არის, უკლებრივ ყველა მოსაზრება, რომელიც 12 პუნქტს უკავშირდება, მოისმინოს. 

"ჩვენ ვმუშაობთ, გახსნილი ვართ საიმისოდ, რომ უკლებრივ ყველა მოსაზრება, რომელიც უკავშირდება 12 პუნქტს, მოვისმინოთ და ამასთან დაკავშირებით მივიღოთ გადაწვეტილება. რა ფორმით იქნება ეს ყველაფერი, ამას დრო გვაჩვენებს. ამ წუთას ძირითადი ცენტრი, სადაც იკრიბება მოსაზრებები 12 პუნქტთან დაკავშირებით, შექმნილია. ხელისუფლება ამ გეგმას სწრაფი გეგმით მიჰყვება, სადაც ჩართულია ოპოზიციის ერთი ნაწილი, მეორე ნაწილი უარზეა. თუ ოდესმე მიხვდებიან, რომ მათ მიერ დაშვებულია უხეში შეცდომა, როდესაც ისინი პროცესს გაემიჯნენ და დაუბრუნდებიან ამას, ეს იქნება შვებულებების შემდეგ, მანამდე თუ როდის იქნება, რასაკვირველია, ნებისმიერი ფორმით ექნებათ შესაძლებლობა, რომ მოსაზრებები წარმოადგინონ," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

დღის ამბები