22 დეკემბერი 2024,   10:10
ვრცლად
აუდიტის სამსახურმა საქმიანობის საერთაშორისო შეფასებისა და სტრატეგიული გეგმის შესრულების შედეგები წარადგინა

აუდიტის სამსახურმა საქმიანობის საერთაშორისო შეფასებისა და სტრატეგიული გეგმის შესრულების შედეგები წარადგინა. მათი ინფორმაციით, პროფესიული და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით, უწყებამ უმაღლესი საერთაშორისო შეფასებები მიიღო. ბოლო 5 წლიანი საქმიანობა მაქსიმალური 4 ქულიდან 3.4 ქულით შეფასდა.

"ეს არის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ერთადერთი დამოუიდებელი კომპლექსური შეფასების მექანიზმი, რომელიც აფასებს როგორც აუდიტორულ, ასევე არააუდიტორულ მიმართულებებს," - აცხადებს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი.

საერთაშორისო შეფასების ინდიკატორებით ირკვევა, რომ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და ინსტიტუციური განვითარებით ევროკავშირის ქვეყნებს გაუთანაბრდა.

"სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის პარლამენტის თვალები, თუ როგორ იხარჯება საბიუჯეტო თანხები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნებისმიერი თანხა, რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სახელმწიფო აუდიტი როგორ მუშაობს, რამდენად პროფესიულად და რამდენად დამოუკიდებელია. აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო აუდიტი იყოს პროფესიულად გამართული და დამოუკიდებელი," - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.

დღის ამბები