22 დეკემბერი 2024,   10:04
ვრცლად
ილონ მასკის მამა საკუთარი შვილით არ ამაყობს და თვლის, რომ თავად ილონიც იმედგაცრუებულია

ილონ მასკის მამამ ეროლ მასკმა ინტერვიუში განაცხადა, რომ  თავისი მილიარდერი შვილით არ ამაყობს და ისიც დასძინა, რომ  საკუთარი კარიერული წინსვლით თავად ილონი მასკიც​უკმაყოფილოა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

კითხვაზე, ამაყობდა თუ არა ეროლ მასკი შვილის მიღწევებით, მან ასეთი პასუხი გასცა: "არა... ჩვენ ვართ ოჯახი, რომელიც დიდი ხანია ერთად შრომობს, ისე არ ყოფილა, თითქოს რაღაცის კეთება უცებ დავიწყეთ".

"ის იმედგაცრუებულია საკუთარი კარიერული პროგრესით. ვიცი, რომ ეს გიჟურად ჟღერს, მაგრამ ოჯახი ასე ვფიქრობთ. ის ახლა 50 წლისაა და ჯერ კიდევ პატარა ბიჭივით იქცევა, თუმცა 50 წელი უკვე დიდი ასაკია," - აღნიშნავს ეროლ მასკი საკუთარ შვილზე საუბრისას.

ეროლ მასკმა ინტერვიუს დროს ისიც დასძინა, რომ მისი მეორე ვაჟი, კიმბალ მასკი, მისი ცხოვრების "სიამაყე და სიხარულია". როგორც ცნობილია, კიმბალ მასკი რესტავრატორი და შეფ-მზარეულია.

დღის ამბები