22 დეკემბერი 2024,   10:28
ვრცლად
"ბატონი მელიას მიმართ არანაირი წყენა მას არ აქვს" - ვალერი გელბახიანი მიხეილ სააკაშვილზე

ტოვებს თუ არა ქართულ პოლიტიკას მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - ვალერი გელბახიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თბილისში ისევ განხილვის თემაა.

ვალერი გელბახიანმა ყოფილი პრეზიდენტი კლინიკა "ვივამედში" მოინახულა და აღნიშნა, რომ სააკაშვილს ახლა პოლიტიკისთვის არ სცალია.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაზე" და მის თავმჯდომარეზე ნაწყენი არ არის.

"მისი ჯანმრთელობა იმდენად აქტუალური და მთავარი საკითხია, რომ პოლიტიკისთვის არ სცალია და არც აპირებს აქტიურად, ან რაიმე ფორმით გააგრძელოს პოლიტიკაში ყოფნა.

ჩვენ, ადვოკატებს არ გვითქვამს, არც მას უთქვამს, რომ ვინმეზე ნაწყენია, რომ პარტიას ემიჯნება. ბატონი მელიას მიმართ არანაირი წყენა მას არ აქვს, პირიქით, თქვა, რომ მელია ეძებს სწორ ფორმულირებას, რომ კონფლიქტის ეს ფორმა არ მიეცეს. ეს ნიშნავს, რომ მის განცხადებებს პოზიტიურად აფასებს", - განაცხადა გელბახიანმა.

დღის ამბები