22 დეკემბერი 2024,   10:12
ვრცლად
ალ-ქაიდას ლიდერი ლიკვიდირებულია - აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს ალ ზავაჰირის ლიკვიდაციისთვის ზუსტად 21 წელი დასჭირდა

შტატების სადაზვერვო ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა - ალ ქაიდას ლიდერი ლიკვიდირებულია. კონტრტერორისტული ოპერაცია დილის 6 საათზე ქაბულში ჩატარდა. აიმან ალ ზავაჰირის ლიკვიდაცია სახლის აივანზე დრონით განხორციელებული სარაკეტო დარტყმით მოხდა. ადგილზე იმყოფებოდნენ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის ოჯახის წევრებიც, თუმცა ისინი არ დაშავებულან.

შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს ალ ზავაჰირის ლიკვიდაციისთვის ზუსტად 21 წელი დასჭირდა. ზავაჰირიმ "ალ ქაიდას" ხელმძღვანელობა 2011 წელს ოსამა ბინ ლადენის მკვლელობის შემდეგ გადაიბარა. ის მონაწილეობდა 11 სექტემბრის ტერაქტების დაგეგმვაში ბინ ლადენთან ერთად. აშშ-ის ხელისუფლებას ტერორისტის ადგილსამყოფელსა და მასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაციიის მიწოდებაზე ჯილდო - 25 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.

კონტრტერორისტული ოპერაცია ამერიკელი სამხედროების ქაბულიდან გასვლის ერთი წლის თავზე ჩატარდა. თალიბანმა ავღანეთის ხელისუფლებაში მოსვლის დროს პირობა დადო რომ ქვეყანას "ტერორისტების სამოთხედ" არ გაადაქცევდა, თუმცა, ნომერ პირველი ტერორისტის ავღანეთის მიწაზე ლიკვიდაციამ აჩვენა, რომ თალიბანი პირობას არ ასრულებს. მეტიც მათ შტატების მიერ ჩატარებული ოპერაცია დაგმეს და მომხდარს საერთაშორისო პრინციპების დარღვევა უწოდეს.

შტატების დაზვერვის ინფორმაციით, 72 წლის ზავაჰირის წინააღმდეგ ოპერაცია რამდენიმე თვის მანძილზე იგეგმებოდა. ოსამა ბინ ლადენის მარჯვენა ხელი ეგვიპტელი ქირურგი, იყო რომლიც სხვა ისლამისტებთან ერთად კაიროში 1980 წელს დააპატიმრეს. ის მოგვიანებით მალევე იქცა ალ-ქაიდას წამყვან ფიგურად. ალ-ზავაჰირი მონაწილეობდა 2000 წლის ოქტომბერში იემენში, ამერიკულ სამხედრო ხომალდზე თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებაში, რასაც 17 ამერიკელი მეზღვაური ემსხვერპლა,ასევე კენიასა და ტანზანიაში შტატების საელჩოებზე თავდასხმებშიც, რის შედეგადაც 223 ადამიანი დაიღუპა.



დღის ამბები