20 აპრილი 2024,   19:03
ვრცლად
ზეღდულეთში საპროტესტო აქციები განახლდა - პროტესტის მიზეზი გასხვისებული მიწებია

ზეღდულეთში საპროტესტო აქციები განახლდა - მოსახლეობა ამბობს, რომ პროტესტის მიზეზი გასხვისებული მიწებია. სხვის საკუთრებაში შეჭრისთვის მესაკუთრემ სასამართლოს მიმართა. 13 ადგილობრივს საჯარიმო ქვითრები მიუვიდა. მათ 250 ლარის გადახდა მოუწევთ. ადგილობრივებს გორის მერის მოადგილე შეხვდა, თუმცა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

აქციის მონაწილეები ფეხით დაიძრნენ გორის მიმართულებით. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, პოლიციის თანამშრომლები ავტობანზე მოსიარულე აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. 

ადგილობრივები რამდენიმე წელია კერძო ინვესტორზე გასხვისებული მიწის სოფლის საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვენ.

დღის ამბები