22 დეკემბერი 2024,   10:09
ვრცლად
არავითარი "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და მსგავსი სუბიექტები არ არსებობენ, არის ერთი "ნაცმოძრაობა" და მისი დანაყოფები - მამუკა მდინარაძე

სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი დღეს 3 საათის განმავლობაში მსჯელობდა ევროკავშირის რეკომენდაციების მე-3-ე პუნქტზე, რაც სასამართლოში არსებულ გამოწვევებს ეხება. რეკომენდაციის თანახმად, ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს გამჭვირვალე სასამართლო რეფორმის სტრატეგია და დაამტკიცოს სამოქმედო გეგმა.

უნდა მომზადდეს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 21-კაციან ჯგუფში შედიან უმრავლესობა, ოპოზიციის ნაწილი, მართლმსაჯულების სისტემების, სამინისტროების წარმომადგენლები და არასამთავრობოები.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის განცხადებით, ოპონენტების ქმედებები არის საბოტაჟი, რომელიც მიმართულია, რომ ქვეყანამ ვერ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.  

"ეს არის საბოტაჟი რასაც აქვს ერთადერთი მიზანი და ახსნა, ეს არის ის, რომ მათ არ სურთ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამიტომ ახორციელებენ ისინი პროცესის საბოტაჟს , ეს არის მათი ამოცანა. ჩვენ გვაქვს განსხვავებული მიზანი, ჩვენ გვინდა, რომ საქართველო მიიღოს კანდიდატის სტატუსი. გამომდინარე აქედან, ჩვენი მხრიდან ყველაფერ გაკეთდება სათანადო ინკლუზიური პროცესით, რათა უზრუნველყოფილი იყოს 12 პუნქტის შესრულება. ეს არის ჩვენი დღის წესრიგი და გავყვებით რა თქმა უნდა, ამ დღის წესრიგს,"-აცხადებს ირაკლი კობახიძე.

"1-ელ სექტემბერს იყო დაანონსებული ამ ინიციატივის დაინიცირება და დაინიცირდა ვადაზე ადრე, ერთ-ერთ პუნქტთან დაკავშირებით და ყოველდღიურად მიდის ასეთი მუშაობა, ამ დროს ესენი პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ. არავითარი "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და მსგავსი სუბიექტები არ არსებობენ, არის ერთი "ნაცმოძრაობა" და მისი დანაყოფები არიან. ესენი არიან გასული ცალკე და ევროკომისიის რეკომენდაციების საბოტაჟს აწარმოებენ რაღაც პარალელური და მოდელირებული პროცესის ეგიდით მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები