22 დეკემბერი 2024,   10:03
ვრცლად
საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამით, რომელიც მარტში ამოქმედდა, 20 ათასამდე სოციალურად დაუცველი დასაქმდა

საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამით, რომელიც მარტში ამოქმედდა, 20 ათასამდე სოციალურად დაუცველი დასაქმდა. ჯანდაცვის უწყებას პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე 55 ათასამდე მოქალაქემ მიმართა.

პროგრამა გრძელდება და სოციალურ დაუცველებს შესაძლებლობა აქვთ, სამუშაოს მოთხოვნით მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს ან თუ უკვე მუშაობენ, მათი საქმიანობა ოფიციალურად დააფიქსირონ, ასეთ შემთხვევაში მათი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება არ მოხდება და დახმარებაც ავტომატურად შეუნარჩუნდებათ.

"პრემიერის ინიციატივით შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც შეისწავლა სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება. საზოგადოებრივი დასაქმების პროექტებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ის, რომ ისინი იღებენ სხვადასხვა გამოცდილებას და მერე უკვე თავისუფალ შრომის ბაზარზე ჩართვის შესაძლებლობა აქვთ. რისთვისაც უნდა მიგვეღწია ამ მოკლე პერიოდში, ვფიქრობ, რომ წარმატებით მივაღწიეთ და ყოველდღიურად გრძელდება მომართვიანობა. ასევე, პარალელურად ვმუშაობთ მუნიციპალიტეტებთან და სხვადსხვა სამინისტროებთან, რომ მათგან უფრო მეტი ვაკანსიები და შემოთავაზებები მივიღოთ," - აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი.

 

დღის ამბები