22 დეკემბერი 2024,   10:03
ვრცლად
21 წლის ქართველი ტალანტის გზა თბილისის "დინამოს" აკადემიიდან მარადონას "ნაპოლიმდე" - ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს

თავდაპირველად იტალიელი გულშემატკივრები ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს სკეპტიკურად უყურებდნენ, მისი სახელის და გვარის წარმოთქმაც კი უჭირდათ, თუმცა 30 დღეში ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" ფანებისთვის მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა, ტიფოზები ქართველ შემტევზე განსაკუთრებულ იმედებს ამყარებენ.

კამპანიელები თამამ შედარებებსაც არ ერიდებიან და კვარას იმ ადამიანს ამსგავსებენ, რომელმაც ნეაპოლიტანურ კლუბში ეპოქა შექმნა. ქალაქის ქუჩებში მარადონას მაისურებთან ერთად კვარცხელიას 77 ნომრიანი ფორმაც გამოჩნდა.

არაოფიციალურ პრეზენტაციაზე ქართველმა ფეხბურთელმა ის სიმღერა შეასრულა, რომლის ცნობილი ჰიტის "ლაიფ იზ ლაიფის" თანხლებით დიეგო მარადონა ბურთით საოცარ სანახაობას აწყობდა.

20 წლის ფეხბურთელი ამტკიცებს, რომ მზად არის მაღალი ხარისხის ფეხბურთი აჩვენოს. კვრაცხელიამ 4 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ფანების მსგავსად ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ პოზიტიურად არიან განწყობილი "ნაპოლის" ფეხბურთელებიც. მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი კი, ქართველ ფეხბურთელს გუნდის ერთ-ერთ ლიდერად განიხილავს. 

კვარაცხელიას პროგრესი და პროდუქტიული თამაში პირდაპირ აისახება ქართულ ფეხბურთზე, ეროვნულ ნაკრებზე. რეზი არველაძე ამბობს, რომ ნაპოლის 77 ნომერს ყველა წინაპირობაა აქვს იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოს, ბიძინა ბარათაშვილი კი ერთადერთ პრობლემად იტალიის "სერია ა"-ს ინტენსიურ ფეხბურთს მიიჩნევს, თუმცა სპალეტის ხელმძღვანელობით ქართველ ფეხბურთელის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატში ადაპტაცია არ უნდა გაუჭირდეს.

6 აგვისტოს "ნაპოლი" მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ბოლო მეხუთე შეხვედრას ესპანიოლის წინააღმდეგ გამართავს, პირველ ოფიციალურ მატჩს იტალიის ჩემპიონატში კი ნეაპოლიტანური კლუბი 15 აგვისტოს ჩაატარებს, ხვიჩა კვარაცხელია "ვერონას" კარის აღებას შეეცდება.

ავტორი : ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები