22 დეკემბერი 2024,   10:13
ვრცლად
ეს ქსენოფობიის თუ შოვინიზმის გარდა, ომის გარანტიის მიღების მცდელობაა - მამუკა მდინარაძე ოქრუაშვილის "ფეისბუქ" პოსტზე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტს ეხმაურება და ომის გარანტიის მიღების მცდელობად აფასებს.

"ეს ქსენოფობიის თუ შოვინიზმის გარდა, ომის გარანტიის მიღების მცდელობაა!

მისმა სხვა თანამზრახველებმა იწვალეს, ხან ირიბად თქვეს, ხან - უფრო პირდაპირ, მერე თავი იმართლეს... ამ სიტყვების ავტორმა კი მკაფიოდ თქვა მათი სათქმელი, ყველასი ერთად!..

ვისაც აქამდე კიდევ რჩებოდა კითხვები, მათთვის რამდენიმე უმარტივესი ჭეშმარიტება:

რუსეთი ოკუპანტია!

საქართველოს ადგილი ევროპაშია!

ეს კი ქსენოფობიის გარდა, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული უპრეცედენტო პროვოკაცია, ბოროტება და ომში ჩათრევის ყველაზე მოკლე გზაზე სვლის პირდაპირი მოწოდებაა!"- წერს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები