22 დეკემბერი 2024,   10:26
ვრცლად
ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან წასვლა ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა 

ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის დირექტორი პოსტიდან პირადი განცხადების საფუძველზე მიდის. ამის შესახებ მინისტრმა "პალიტრა ნიუსის" ეთერში, გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმითვე, ამირან გამყრელიძის თანამდებობას დროებით თამარ გაბუნია დიაკავებს.

"გუშინ გვქონდა საუბარი. ამირან გამყრელიძეს დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის, ხალხის წინაშე. ის ამ სისტემაშია 90-იანი წლების დასაწყისიდან. ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება. შემიძლია დავადასტურო რომ მსგავსი საუბარი გვქონდა. ეს ცვლილება დავადასტურე. უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს. თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას. ამ ეტაპზე ის იქნება მოვალეობის შემსრულებელი. ეს არ არის კავშირში პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან. ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ღირსეულად ტოვებს თანამდებობას. ასპარეზსს სხვა ადამიანებს უთმობს. ამირან გამყრელიძე პირადი განცხადებით ტოვებს თანამდებობას,"- აღნიშნავს მინისტრი.

 

დღის ამბები