22 დეკემბერი 2024,   10:25
ვრცლად
დავით ქართველიშვილი ოქრუაშვილის "ფეისბუქ" სტატუსის შესახებ: თუ ქმედება, შეიცავს თუ არა იგი დანაშაულის ჩადენისაკენ პირდაპირ მოწოდებას, წარმოშობს დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, ისჯება სამიდან ექვს წლამდე

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება. მისი თქმით, თუ ქმედება წარმოშობს დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან ექვს წლამდე. 

"სისხლის სამართლის კოდექსის 330-ე პრიმა მუხლი ნიშნავს, საქვეყნოდ ინფორმაციის გავრცელებას ან სხვაგვარ მიწოდებას ამავე კოდექსის 323-ე 330-ე, 3302-ე და 3311-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენისაკენ მოწოდების მიზნით, თუ ეს ქმედება, მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა იგი დანაშაულის ჩადენისაკენ პირდაპირ მოწოდებას, წარმოშობს ასეთი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე"- წერს ქართველიშვილი.

დღის ამბები