26 აპრილი 2024,   13:04
ვრცლად
ვენდისპანსერში მომხდარი სროლის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - დაჭრილი ექიმის მდგომარეობა სტაბილურია

ახალი დეტალები ვენდისპანსერში მომხდარი სროლის საქმეზე. ირკვევა, რომ ექიმებს დავა ჰქონდათ, რის გამოც 80 წლის მედიკოსმა, თეიმურაზ ბეჟანიძემ მისი ხელმძღვანელი, გიორგი გალდავა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

მას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი და გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დაზარალებული გამოძიებას, ჯერჯერობით არ გამოუკითახვს. ეჭვმიტანილი დაკავებულია, დღეს სავარაუდოდ მას ბრალს წაუყენებენ.

"პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია. ამჟამად გრძელდება მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა სტაბილური მდგომარეობით. აღენიშნებოდა მხრის ძვლის დაზიანება,"- აცხადებს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების უფროსი გიორგი ნიკოლიშვილი.

 

 

 

დღის ამბები