21 დეკემბერი 2024,   17:57
ვრცლად
ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის პოლიტიკური ვაჭრობა პატიმართა გაცვლაზეც მიდის - ამერიკას NBA-ს ვარსკვლავის ბრიტნი გრაინერის დაბრუნება სურს

რუსეთში გისოსებს მიღმა ამერიკის ქალთა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავი ბრიტანი გრაინერია. ის კლუბ "ფენიქსის" სახელით აპსარეზობდა და უკანასკნელ წლებში ერთ-ერთი რუსული გუნდის ღირსებას იცავდა.

WNBA-ის ვარსკვლავის ხელბარგში რუსმა მესაზღვრეებმა კანაფის ზეთი აღმოაჩინეს, რის გამოც 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ნივთიერება ამერიკის არაერთ შტატში ლეგალურია. თეთრმა სახლმა კრემლისგან შეთავაზება უკვე მიიღო - მოსკოვი ვაშინგტონს ამერიკელი კალათბურთელის ორ პატიმარში გაცვლას სთავაზობს.

გრაინერის დაკავება უკრაინის საკითხის გამო რუსეთსა და ამერიკას შორის მწვავე ურთიერთბრალდებების ფონზე მოხდა, მაგრამ კრემლში პოლიტიკურ მოტივს მაინც გამორიცხავენ. რაც შეეხება პატიმრების გაცვლას, ამაზე რუსეთის პირველი დიპლომატი მოკლე კომენტარს აკეთებს.

"ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს თემა, ოღონდ სპეციალურად იმ არხის ფარგლებში, რომლებზეც პრეზიდენტი პუტინი და ბაიდენი არიან შეთანხმებული" - აცხადებს ლავროვი.

რაზე შეთანხმდნენ პრეზიდენტი ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელსაც დასავლური მედია ავრცელებს. კერძოდ, კალათბურთელის სანაცვლოდ კრემლი იარაღით მოვაჭრე ვლადიმერ ბუტს ითხოვს, რომელსაც "სიკვილით მოვაჭრეს" უწოდებენ, ასევე, ვადიმ კრასიკოვს - ადამიანს, რომელმაც 3 წლის წინ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა.

ვადიმ კრასიკოვი 2019 წლის აგვისტოში დააკავეს. გერმანიის პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მან ჩეჩნეთის საველე მეთაური პოლიტიკური ნიშნით, რუსეთის მთავრობის დავალებით მოკლა. კრასიკოვს გერმანიის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა შეუფარდა. რამდენად შეძლებს ვაშინგტონი ბერლინის დათანხმებას კრასიკოვის გაცვლაზე ეს არავინ იცის. შეერთებულ შტატებში დეტალებზე არ საუბრობენ.

შეფასებებისგან თავს ორივე მხარე იკავებს. თუმცა, ფაქტი ის არის, რომ ამერიკის ციხეებში სასჯელს არაერთი ჯაშუში და ეფ-ეს-ბეს აგენტი იხდის. მაგრამ რუსულმა მხარემ ამერიკელი სპორტსმენის სანაცვლოდ დაქირავებული მკვლელის და უკანონო იარაღით მოვაჭრის გათავისუფლება მოითხოვა.

დღის ამბები