21 დეკემბერი 2024,   18:42
ვრცლად
აგვისტოს ომის გმირის გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს

აგვისტოს ომის გმირის გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს. ოპოზიციონერები ეროვნული გმირის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში ჩავიდნენ და მისი სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში, რუსმა და ოსმა სამხედროებმა ცხინვალში წამებით მოკლეს.

გიორგი ანწუხელიძის ცხედრის გადმოსვენება 2008 წლის ნოემბერში მოხერხდა.

მისი წამების ამსახველი ვიდეოკადრები კი ინტერნეტში 2009 წელს გავრცელდა.

სიკვდილის შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

დღის ამბები