22 დეკემბერი 2024,   09:59
ვრცლად
გერმანიის კონსულმა, სავარაუდოდ, საკუთარი მეუღლე მოკლა - ბრაზილიელმა სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი დააკავეს

რიო-დე-ჟანეიროში გერმანელი დიპლომატი, უვე ჰერბერტ ჰანი დააკავეს, მას საკუთარი ბელგიელი მეუღლის მკვლელობაშ ედება ბრალი. 

ჰანის განცხადებით, მისი მეუღლე პარასკევს გარდაიცვალა, ის საცხოვრებელი სახლიდან გადმოვარდა. თუმცა, პოლიციამ დიპლომატი მკვლელობაშ ეჭვმიტანილად მიიჩნია მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ სახლში სისხლის კვალი იპოვა, გარდაცვლილს სხეულზე კი მრავლობითი ჭრილობები აღმოაჩნდა.

"გარდაცვალების გარემოება ნათელია, მივხვდით, რომ ეს იყო ძალადობის შედეგად დამდგარი შედეგი," - განაცხადა გამომძიებელმა. 

ბერლინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მათი საელჩო ბრაზილიაში და საკონსულო რიოში აქტიურად ეხმარებიან გამოძიებას, თუმცა სხვა დეტალების გამხელისგან თავი შეიკავეს. 

ბრაზილიური სააგენტოების ინფორმაციით, წყვილი ერთად 23 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. 

დღის ამბები