25 აპრილი 2024,   20:12
ვრცლად
თბილისში 10-მდე ქუჩას აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სახელი მიენიჭება - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის თქმით, თბილისში 10-მდე ქუჩას აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სახელი მიენიჭება. ამის შესახებ მან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

"ეს დღე ასოცირდება გმირობასთან, თავდადებასთან და ერთიანობასთან. ჩვენ დღეს ქედი მოვიხარეთ ჩვენი გმირების წინაშე, ჩვენ სიამაყის გრძნობა გვავსებს ჩვენი გმირების ისტორიით და ეს არის, ნამდვილად, ჩვენთვის იმის საფუძველი, რომ ქართველი არასდროს დათმობს დამოუკიდებლობას.

გმირების სახელების უკვდავსაყოფად, თბილისის საკრებულო განახორციელებს სახელდებას ჩვენი გმირების სახელზე. პროცესი არის დაწყებული რამდენიმე წლის წინ და ჩვენ ვაგრძელებთ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, 10-მდე გმირის სახელობის ქუჩა იქნება მომავალში ჩვენს ქალაქში," - განაცხადა ტყემალაძემ.

დღის ამბები