22 დეკემბერი 2024,   10:19
ვრცლად
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობაზე საერთაშორისო კომპანიის სტატუსი შპს "ვაიბერ ჯიეის" მიენიჭა - ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობაზე საერთაშორისო კომპანიის სტატუსი შპს "ვაიბერ ჯიეის" მიენიჭა, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის 8 აპრილს დარეგისტრირდა - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საწარმოს 100%-ის წილის მესაკუთრე პარტნიორია ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია შპს "Viber Media Sàrl"-ი. შპს "ვაიბერ ჯიეი" აპირებს თავის დამფუძნებელ კომპანიას შპს "Viber Media Sàrl"-ს გაუწიოს საინფორმაციო-ტექნოლოგიური მომსახურება "Viber"-ის აპლიკაციის სამომავლო საქმიანობის ოპერირებისა და განვითარების მიზნით.

"კომპანიას დაგეგმილი აქვს 2022 წლის ბოლომდე დაიქირაოს 50-მდე თანამშრომელი, როგორც iOS და Android დეველოპერები, ასევე, ხარისხის უზრუნველყოფის პერსონალი და შიდა ინტერფეისის (JAVA) დეველოპერები.

შპს "ვაიბერ ჯიეის" საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა, კომპიუტერული დაპროგრამება, კონსულტირება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები, საკონსულტაციო საქმიანობები კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში, ციფრული პროდუქტის დამზადება ან/და მიწოდება, პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერისა და მისი განახლებული ვერსიის მიწოდების ჩათვლით, ვებგვერდის დამზადება ან/და მიწოდება.

იმისათვის, რომ საქართველოს საწარმოს მიენიჭოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი: უნდა ჰქონდეს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; შეიძლება იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ ამ არარეზიდენტ საწარმოს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; შეიძლება ჰყავდეს 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორი და ამ პარტნიორს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება,"- აღნიშნულია ფინანსთა სამინსიტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



დღის ამბები