22 დეკემბერი 2024,   10:09
ვრცლად
დავით ქართველიშვილის თქმით, Foreign Policy-ის სტატია, საქართველო კურსს იცვლის და რუსეთისკენ მიდისო, სააკაშვილის ყოფილი მრჩევლის დაწერილია

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი გამოცემა "Foreign Policy"-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო კურსს იცვლის და რუსეთისკენ მიდის.

ქართველიშვილი ყურადღებას სტატიის ავტორზე ამახვილებს და აცხადებს , რომ იგი  მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო მედიის საკითხებში და ასევე დაახლოებულია გიგა ბოკერიასთან და თამარ ჩერგოლეიშვილთან.

„Foreign Policy-მა რომ სტატია დაწერა, საქართველო კურსს იცვლის და რუსეთისკენ მიდისო, იცით ამ სტატიის ავტორი ვინ არის? ვიკ კატკარტი, რომელიც დასაქმებული იყო მიხეილ სააკაშვილთან მედია მიმართულებით, გამოირჩევა მისი ფანატიკური სიმპატიებით, რასაც არც მალავს, ასევე თავადვე მიუთითებს, რომ წარმოადგენდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველს მედია-საკითხებში, ასევე დაახლოებულია გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილთან. ახლა რჩება კითხვები?“-წერს ქართველიშვილი

დღის ამბები