25 აპრილი 2024,   12:28
ვრცლად
ბორჯომის მუნიციპალიტეტში სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა - არის მსხვერპლი 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბასთან სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა. არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია სატვირთოს მძღოლი.  ადგილზე სასწრაფო სამედიცინო და სამაშველო სამსახურები იყო მობილიზებული.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები