22 დეკემბერი 2024,   09:57
ვრცლად
დიდუბე- ჩუღურეთში მიტოვებული ვაგონმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კომპლექსის პროექტზე მუშაობა დაიწყო

დიდუბე- ჩუღურეთში მიტოვებული ვაგონმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კომპლექსის პროექტზე მუშაობა დაიწყო. საკრებულოს უმრავლესობამ დღეს ოპოზიციის გარეშე უყარა პროექტს კენჭი.

საკრებულოს სხდომა დღეს ურთიერთბრალდებების და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

ოპოზიცია ითხოვდა საკითხი დღის წესრიგიდან ამოეღოთ, რადგან, მათი მტკიცებით, ის გენერალურ გეგმას არ შეესაბამება და პროექტის უკან კონკრეტული პირების ინტერესები დგას. უმრავლესობა კი ამბობს, რომ ეს პროექტის პირველადი სახეა, განხილვის პროცესში, შესაძლოა, ცვლილებებიც შევიდეს. გენერალურ გეგმას კი პროექტი არც ერთი პუნქტით არ არღვევს, რადგან აუთვისებელი ტერიტორია ფუნქციური ზონა უნდა უნდა გახდეს.

"ასე ცალკე განვითარება კატეგორიულად მიუღებელია, მათ შორის, გენერალური გეგმის სულისკვეთებისთვისაც, რომ უნდა იყოს შეკავშირებული და გამწვანებული ქალაქი და ამასთან ერთად, სატრანსპორტო დასკვნაში პირდაპირ წერია, იმიტომ, რომ არ აქვს ამ ტერიტორიას სატრანსპორტო კვანძები შეუძლებელი იქნება ამ ტერიტორიის ისე განვითარება, რომ არ მოახდინოს სრულად მარცხენა სანაპიროს სატრანსპორტო კოლაფსი,"-აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლილე ლიპარტელიანი.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე კი აცხადებს, რომ აღნიშნული პროექტი ვითარდება გენერალური გეგმის შესაბამისად. გენერალურ გეგმაში კი ნათქვამია, რომ ეს ტერიტორია არის განვითარებადი ამ ფუნქციით.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარეს. რევაზ სოხაძე აცხადებს, საკრებულომ განსაზღვრა ის მნიშვნელოვანი ფაქტორები რაც უნდა იყოს გათვალისწინებული განაშენიანების გეგმის ეტაპზე.

დღის ამბები