22 დეკემბერი 2024,   10:10
ვრცლად
საპარლამენტო ოპოზიცია საქართველოში ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებსა და ამერიკის საელჩოს ოფიცრებს შეხვდა

საპარლამენტო ოპოზიცია საქართველოში ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებსა და ამერიკის საელჩოს ოფიცრებს შეხვდა. მხარეებმა დახურულ კარს მიღმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა განიხილეს.

საუბარი შეეხო რეკომენდაციების შესრულების პროცესსაც. შეხვედრის მონაწილეების თქმით, ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ოპოზიციის სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით, კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრას "ლელო", "ნაციონალური მოძრაობა" და გიორგი გახარიას პოლიტიკური ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.

დღის ამბები