22 დეკემბერი 2024,   10:04
ვრცლად
პოლონეთი ევროკავშირს საპასუხო ზომებით დაემუქრა - პოსტკოვიდის პერიოდში ეკონომიკის აღდგენისთვის, 35 მილიარდ ევროზე მეტი გაყინულია, პოლონეთში სასამართლო სისტემის რეფორმების შესახებ დავის გამო

პოსტკოვიდის პერიოდში ეკონომიკის აღდგენის საშუალებების ბლოკირების შემთხვევაში, პოლონეთი ევროკავშირს საპასუხო ზომებით დაემუქრა.

 "კოვიდ-19“-სგან აღდგენისთვის გამიზნული 35 მილიარდ ევროზე მეტი გრანტები და სესხები გაყინულია პოლონეთში სასამართლო სისტემის რეფორმების შესახებ დავის გამო, რაც, ევროკომისიის მოსაზრებით, ძირს უთხრის დემოკრატიულ სტანდარტებს.

პოლონეთის მმართველი „სამართლის და სამართლიანობის“ პარტიის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ თქვა, რომ პოლონეთმა მაქსიმალური კეთილგანწყობა გამოიჩინა, მაგრამ დათმობებმა შედეგი არ გამოიღო.

„ვინაიდან ევროკომისია არ ასრულებს თავის ვალდებულებებს პოლონეთის წინაშე ამ სფეროში, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები ევროკავშირის წინაშე“, – თქვა კაჩინსკიმ.

კაჩინსკის განცხადებით, ევროკომისია ცდილობს, პოლონეთი გერმანიას დაუმორჩილოს, რადგან ვარშავა ევროპის მართვის გერმანულ-რუსულ გეგმებში არ ჯდება.

„დამოუკიდებელი, ეკონომიკურად, სოციალურად და სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი პოლონეთი მათთვის დაბრკოლებაა“, – თქვა კაჩინსკიმ.

დღის ამბები