22 დეკემბერი 2024,   10:01
ვრცლად
ლატვიის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ გამოაცხადა

ლატვიის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ლატვიელი დეპუტატების თანახმად, რუსეთის ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ მიზანმიმართულ გენოციდს წარმოადგენს.

საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული ძალები უკრაინის ოკუპაციის მიზნით თავს ესხმიან მშვიდობიან მოსახლეობას და უკრაინელი ხალხისა და სამხედროების დემორალიზებას ტანჯვისა და დაშინების გზით ცდილობენ.

ლატვიის პარლამენტი ანალოგიური პოზიციის დაფიქსირებისკენ სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს. დეპუტატები ასევე მოუწოდებენ ევროკავშირს, რუსეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტონ.

დღის ამბები