22 დეკემბერი 2024,   10:09
ვრცლად
ივერთუბანში პარკის მშენებლობა მიმდინარეობს - მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი გაეცნო

ივერთუბანში პარკის მშენებლობა მიმდინარეობს - სამუშაოებს დედაქალაქის მერი გაეცნო.

სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე საფეხმავლო და ველობილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი პავილიონი, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები მოეწყობა.

სამუშაოების ღირებულება მილიონ 200 ათასს ლარს შეადგენს.

"ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, როდესაც გვქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა. ძალიან მნიშვნელოვანია აქ მცხოვრები ადამიანებისთვის, რომ ეს სივრცე იყოს მოწესრიგებული, გამწვანებული. დაახლოებით 1100 ოჯახი ცხოვრობს და არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ ადამიანებს თავიანთი შვილები და შვილიშვილები რეკრეაციულ სივრცეში გაიყვანონ.

ამ პროგრამის ფარგლებში ძალიან მაგარი სივრცე იქნება, თავისი ხე-მცენარეებით, სარწყავი სისტემებით, განათების სისტემა, ბავშვებისთვის ატრაქციონი, ყველანაირად იქნება მოწესრიგებული," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები