22 დეკემბერი 2024,   10:09
ვრცლად
რა ეღირება დოლარი და ევრო 12 აგვისტოს - ეროვნული ვალუტის ახალი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომელიც ხვალ, 12 აგვისტოდან  ამოქმედდება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.0070-ით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7016 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის  ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.0188-ით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7916 ლარი გახდა.

ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან გაუფასურდა  0.0208-ით, გირვანქა სტერლინგის ღირებულებამ 3.2960 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან ლარი 0.0004-ით გამყარდა . ლირის ღირებულება 0.1504 ლარი გახდა.

დღის ამბები