არგენტინის საფეხბურთო კლუბის "ალდოსივის" გულშემატკივრებმა მარ დელ პლატაში არეულობა მოაწყვეს. ფანებმა კლუბის ბაზაზე, ფეხბურთელების ოთხ ავტომობილს და ასევე ერთ-ერთი მწვრთნელის მანქანას ცეცხლი წაუკიდეს.
ფანებმა ბაზაზე მას შემდეგ შეაღწიეს, რაც დაცვის თანამშრომლებს იარაღით დაემუქრნენ. ასე მივიდნენ ავტომობილებამდე, რომლებიც ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა გასვლითი მატჩისთვის გაფრენის წინ ბაზაზე დატოვეს.
"ალდოსივი" არგენტინის პირველ ლიგაში ასპარეზობს, გუნდი 13 ტურის შემდეგ 8 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.